გორის მუნიციპალიტეტში  უსახსროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში უსახსროდ დარჩენილი 3 000 მოსახლის დასახმარებლად ადგილობრივი მერიამ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოყო.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს  პროდუქტის განაწილების მეორე ეტაპი.

“50 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტებში ბუღულეული, რძის ნაწარმი, ტკბილეული,  კარტოფილი და ჰიგიენის ნივთებია. სასურსათო პაკეტები მერის წარმომადგენლებს გორსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დანიშნულების ადგილამდე მიაქვთ. აღნიშნული კატეგორიის ოჯახებმა დახმარებისათვის უნდა მიმართონ მერის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები