თელავის აგრარული ბაზარი, რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის საფუძველზე, კვლავ დაიხურება

თელავის აგრარული ბაზარი, რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის საფუძველზე, გაურკვეველი ვადით კვლავ დაიხურება. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის გახსნა 1 კვირის განმავლობაში ანონსდებოდა, თელავის მუნიციპალიტეტის მერის განაცხადებით, ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება დირექციამ, საკოორდინაციო საბჭოსა და სურსათის უვნებლობის სააგენტოს გვერდის ავლით, თვითნებურად განახორციელა, რის გამოც ობიექტი დროებით ფუნქციონირებას წყვეტს.

ბაზრის ადმინისტრაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3000 ლარით დააჯარიმა.

“მოხდა ბაზრის შემოწმება და ის რეკომენდაციები, რაც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, არ იყო შესრულებული. სანამ არ შესრულდება ყველა მოთხოვნა, რაც ადმინისტრაციის მიმართ იყო გაცემული, ბაზარი არ გაიხსნება”, –  განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

მუნიციპალიტრტის მერის განმარტებით, მოვაჭრეებს პროდუქტის რეალიზების საშუალება დღის ბოლომდე ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები