ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენმა მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც კოვიდ-19-თან ბრძოლაში გამარჯვება

“ჩვენმა მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც კოვიდ-19-თან ბრძოლაში გამარჯვება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ”, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანი მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

“როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან ქვეყანაში ამოქმედდა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკური გახსნის გეგმა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და, ასევე, შესაძლებელია ტაქსების ოპერირება, ონლაინვაჭრობა როგორც საბითუმო, ასევე – საცალო და ამოქმედდება აგრარული ბაზრები. მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ყველა ეს სერვისი და ყველა ამ შეზღუდვის მოხსნა განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლისა და შესაბამისი სამინისტროების სპეციალური რეგულაციების მკაცრი დაცვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველამ დავიცვათ მოთხოვნები, რომელიც აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იხსენება ეკონომიკური შეზღუდვები და გარკვეულწილად მსუბუქდება, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა მოთხოვნა, რომელიც აქვდ ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც კოვიდ-19-თან ბრძოლაში გამარჯვება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ყველამ უნდა უზრუნველვყოთ მაქსიმალური სიფრთხილე იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გავრცელდეს კოვიდ-19″, – განმარტა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები