“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” მყოფ 33 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსზე კვლევა კლინიკაში მყოფ 34 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 33-ს ვირუსი არ დაუდასტურდა, ხოლო ერთ პაციენტზე კვლევა გრძელდება.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში 46 პაციენტი გატარდა კლინიკაში. 34 კვლევა იყო გაგზავნილი, 33 უარყოფითი პასუხია მიღებული, 1 კვლევაში რჩება. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებსა და საკარანტინო ზონებში. დაწყებულია, ასევე, ახალი პაციენტების მიღება“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები