ლევან რატიანი: რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 7 პაციენტი, აქედან მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმედ

“რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 7 პაციენტი, აქედან მხოლოდ და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმედ”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკიდან ერთი პაციენტი ეწერება, 30 პაციენტის ანალიზის პასუხს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან.

„ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 110 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 87. გუშინ მხოლოდ და მხოლოდ ჩატარდა 1 ტესტირება იმიტომ, რომ გასული იყო 14 დღე, მივიღეთ უარყოფითი პასუხი და პაციენტი ეწერება კლინიკიდან. დღეს გაგზავნილი გვაქვს 30 პირველადი ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში და ვნახოთ რა შედეგებს მივიღებთ. რაც შეეხება რეანიმაციულ პაციენტებს – იცით, რომ გვყავს 7. აქედან 6-ის მდგომარეობა მკეთრად გაუმჯობესებულია, მხოლოდ და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც აგრძელებენ მკურნალობას სხვადასხვა განყოფილებებში, ამ ეტაპამდე, სტაბილურია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები