თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზეა” აღნიშნული.

ინფორმაციის თანახმად, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 87 პაციენტი მკურნალობს.

„27 აპრილის მონაცემებით, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 110 პაციენტი, აქედან covid-19-ით ინფიცირებულია 87 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის შვიდი პაციენტი.

თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 79 პაციენტი. გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი“, – აღნიშნულია კლინიკის “ფეისბუქგვერდზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები