ნიკოლოზ მეტრეველი ნინო ბურჯანაძეზე: პოლიტიკაში შეიძლება აზრები შეიცვალო, მაგრამ როცა უმწვავესი დაპირისპირება გქონდა სააკაშვილთან და 26 მაისს სისხლში გვაცურავეს მიშას დავალებით, მსგავსი უკადრებელი არ უნდა იკადრო
„მესმის, პოლიტიკაში შეიძლება აზრები შეიცვალო, მაგრამ როცა უმწვავესი დაპირისპირება გქონდა სააკაშვილთან და 26 მაისს სისხლში გვაცურავეს (მეც და უამრავი სხვა ადამიანი, თუმცა ჩემზე რა მოსატანია ადამიანები დაიღუპნენ! მიშას დავალებით!), მსგავსი უკადრებელი არ უნდა იკადრო,” – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და მე, ერთ-ერთ არხზე (სიუჟეტში) მოგვიწია, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მთავრობაში შესაძლო დანიშვნაზე კომენტარის გაკეთება. სიუჟეტში ნინო ბურჯანაძემ ბრძანა, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა მხოლოდ “პიჯაკებს და ვენოკებს” ედავება. არადა ვინ თუ არა ნინო ბურჯანაძემ ყველაზე კარგად იცის, რომ სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3 წელი, ვალერი გელაშვილის საქმეზე 8 წელი და ძიებაშია კიდევ არაერთი მძიმე საქმე. მოკლედ რისი თქმა მინდა: მესმის, პოლიტიკაში შეიძლება აზრები შეიცვალო, მაგრამ როცა უმწვავესი დაპირისპირება გქონდა სააკაშვილთან და 26 მაისს სისხლში გვაცურავეს (მეც და უამრავი სხვა ადამიანი, თუმცა ჩემზე რა მოსატანია ადამიანები დაიღუპნენ! მიშას დავალებით!), მსგავსი უკადრებელი არ უნდა იკადრო. მეტის თქმაც მინდა, მაგრამ არის დაუწერელი ზნეობრივი და მორალური წესები, რომელსაც მუდამ ვიცავ” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.