“საბოდიშო არ უნდა იყოს, რომ საქართველოში ათობით და ასობით დაღუპული არ არის, რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი ავად არ არის, რომ საავადმყოფოები გადავსებული არ არის, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით”
“საბოდიშო არ უნდა იყოს, რომ საქართველოში ათობით და ასობით ადამიანი დაღუპული არ არის, მე მგონი, საბოდიშო არ უნდა იყოს, რომ ათასობით და ათი ათასობით ადამიანი საქართველოში ავად არ არის, საავადმყოფოები გადავსებული არ არის ავადმყოფებით, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით”,- ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ტესტები საქართველოში ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც სიტუაციას მართავს.
“ძალიან გთხოვთ, ნახეთ ის მასობრივ ტესტირებას რომ ეძახიან, რამდენი პროცენტით არის მოცული, გინდა იყოს ისლანდია და გინდა იყოს გრენლანდია, არაფერს ვლაპარაკობ ევროპის და აშშ-ის შესახებ , სადაც არა თუ მსუბუქ პაციენტებს საავადმყოფოებშიც კი კატეგორიებად არის დაყოფილი, ვის უტარდება ტესტირება, ამიტომ ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც მართავს სიტუაციას. ჯერჯერობით მგონი საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათობით და ასობით ადამიანი დაღუპული არ არის. საბოდიშო არ უნდა იყოს მგონი, რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი საქართველოში ავად არ არის, ის რომ ჩვენი საავადმყოფოები გადავსებული არ არის ავადმყოფებით, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით რა თქმა უნდა, მაგრამ არ მგონია. ის, რასაც ამ ეტაპამდე ჩვენ მივაღწიეთ, მივაღწიეთ ამ დაგეგმილი სტრატეგიით, რომელიც იყო, აქედან გამომდინარე ყველაფერი გაკეთდება ისევ და ისევ ყველა პირობის გათვალისწინებით”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.