თურქული მხარის თანადგომით, ოზურგეთში, მაჟორიტარის ბიურომ პროდუქტები დაარიგა
“ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაცია და ოზურგეთის მაჟორიტარის არჩილ თალაკვაძის ბიურო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში, სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების დახმარებას განაგრძობს.
პარტიის ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მერაბ ჭანუყვაძემ, ორგანიზაციის წევრებმა და ბიუროს ხელმძღვანელმა ლაშა ჭელიძემ, ოზურგეთში მცხოვრები ოჯახები მოინახულეს და მათ ძირითადი პროდუქტები სახლებში მიუტანეს.
„ოზურგეთში შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად საკვები პროდუქტები საქართველოში თურქეთის საელჩომ და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) გამოყო, რისთვისაც მადლობას ვუხდით თურქეთის ელჩს , ქალბატონ ფატმა სერენ იაზგინს“,- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.