თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც თეთრიწყაროს საავადმყოფოს თანამშრომელია

“ჩვენს კლინიკაში მყოფ 38 პაციენტს ჩაუტარდა კორონავირუსზე კვლევა, ერთი დადებითი პასუხი მოვიდა”,- ამის შესახებ “თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კლინიკურმა დირექტორმა, კახა ბეროზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტი თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 54 პაციენტია. 38 პაციენტს კვლევა ჩაუტარდა და აქედან კორონავირუსზე ერთი დადებითი პასუხი გვაქვს, დანარჩენი უარყოფითია. კორონავირუსზე დადებითი პასუხის მქონე პაციენტი არის თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელი. გადმოყვანილია ბინიდან ცხელების ჩივილით, სხვა ჩივილი პაციენტს არ აქვს. მდგომარეობა სტაბილურია, მსუბუქი ფორმაა. არავითარი ჩივილი არ აქვს, ამ ეტაპზე არც სიცხე აღენიშნება, ხდება სხვა კლინიკაში გადაყვანის ორგანიზება.

დაახლოებით 30 პაციენტზე ხდება სინჯების აღება“, – განაცხადა ბეროზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები