ირაკლი კობახიძე: საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა 1000 მოსახლეზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით

“ამ ვითარებაში, პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, ტროლებისა და ბოტების მხრიდან ექიმების კრიტიკა, შეზღუდვების კრიტიკა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა არის პოლიტიკური მოროდიორობა პანდემიის დროს”,-ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც მან აღნიშნა საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა 1000 მოსახლეზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით.
საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა: 1000 მოსახლეზე ინფიცირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით და 1000 მოსახლეზე გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით.
ეს მაჩვენებლები რომ ყოფილიყო იტალიის, ესპანეთის, ბელგიის და მთელი რიგი სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსი, 3,7-მილიონიან საქართველოში კოვიდით უკვე 1500-2000 ადამიანი იქნებოდა გარდაცვლილი. დღეს კი, საქართველოში სიკვდილიანობა ამ ქვეყნებზე 300-ჯერ და 400-ჯერ დაბალია.
​ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოში უკვე გადავარჩინეთ 2000-მდე ადამიანის – ასეულობით მოხუცისა და ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე.
​ეს არის ჩვენი ექიმების, დაწესებული შეზღუდვებისა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა დროული და ეფექტიანი ზომების დამსახურება”,-წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები