თვითდასაქმებულები, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს, მთავრობისგან ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ

თვითდასაქმებული ან არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, მთავრობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ, – ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„არის, ასევე, ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ სერიოზული სოციალური ჯგუფი და ფენა, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები ან მიიჩნევდნენ თავს თვითდასაქმებულებად. რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის უკიდურესად რთულია მათი იდენტიფიცირება, რამეთუ ისინი არ აღირიცხებიან არცერთ ოფიციალურ ბაზაში. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ, სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით, მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ, როდესაც მოხდება ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი 75 მილიონი ლარი იქნება“, – გაანცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები