უკრაინიდან საქართველოს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ დასტურდება
უკრაინიდან საქართველოს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
ამის შესახებ ”კვირას” უწყებაში განუცხადეს.
მედიაში შესაბამისი შინაარსის ინფორმაცია უკრაინაში რეფორმების საკითხთა ვიცეპრემიერად ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო დანიშვნას დაემთხვა.
ამასთან, აღინიშნებოდა, რომ უცნობია, უკავშირდება თუ არა დიპლომატის გაწვევა სააკაშვილის სავარაუდო დანიშვნას.