ზუგდიდის ბაზრის ნაწილმა ფუნქციონირება დაიწყო

დღეიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარის ნაწილმა ფუნქციონირება დაიწყო. ასევე, ნაწილობრივ ფუნქციონირებს ფოთის ბაზარი, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების ზედამხედველობის სამსახურები მობილიზებულია და მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

“აღდგომის დღესასწაულამდე ფოთისა და ზუგდიდის ბაზრები ფუნქციონირებდა და სიტუაცია დამაკმაყოფილებელი იყო, ითვალისწინებდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს, დახურვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აღდგომამდე როგორც ფოთში, ასევე, ზუგდიდში მივიღეთ დიდი დატვირთვა. გარე პერიმეტრზე შეუძლებელი შეიქმნა დისტანციის დაცვა. დღეის მდგომარეობით, ვინაიდან მსუბუქი ავტომანქანების შეზღუდვა ძალაშია, დატვირთვა ბაზრებში, შესაბამისად, მინიმალურია. ამდენად, იქნა გადაწყვეტილება მიღებული, დაიწყოს ფუნქციონირება როგორც ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა, ასევე –  ზუგდიდის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები