“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსზე 58 ადამიანი შეამოწმეს და ყველა შემთხვევაში უარყოფითი პასუხია მიღებული.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 46 პაციენტია მოთავსებული.

„ამჟამად, კლინიკაში 46 პაციენტი წევს. გუშინ კვლევაზე 58 ანალიზი იყო გაგზავნილი, აქედან 8 წინა დღის, დაგვიანებული კვლევა იყო და პასუხი არ გვქონდა. კვლევა ჩაუტარდა 23 თანამშრომელსა და დანარჩენ პაციენტებს. ყველაზე უარყოფითი პასუხია მიღებული. 20 პაციენტი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, ნაწილი კი – პროფილურ კლინიკებში.

რეკომენდაციაა, რომ მედპერსონალზე კვლევა 14 დღეში ერთხელ ჩატარდეს. 23 ადამიანი ეს არის ის პერსონალი, რომელიც კლინიკაში ყოველდღიურად მოძრაობს. 14 დღიანი ვადა 30 აპრილს დასრულდება და 30 აპრილს მორიგე პერსონალს ტესტს აუღებენ. თუ ვინმესთან არის კლინიკური გამოვლინება ან სიცხე, დროთა განმავლობაში ვიკვლევთ, მაგრამ, ამ ეტაპზე, მორიგე პერსონალთან მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. ყველა პასუხია მიღებული და დაწყებულია ახალი მიღებული პაციენტების კვლევა. ტესტის აღება დღის 14:00 საათიდან იწყება. ამ დრომდე კლინიკაში რამდენი პაციენტიც შემოვა, ყველას ტესტს აუღებენ.

თვითიზოლაციას ლამის ყოველ დღეს ვიმეორებ და დავამატებ ერთს, რომ მე და ჩვენ, ყველა გიცავთ თქვენ ჩვენგან, რადგან გვიკეთია ნიღაბი და გაიკეთეთ თქვენც, რათა ჩვენ დაგვიცვათ“, – განაცხადა ბექაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები