დისტანციური ვერდი – „სიმონ ბოკანეგრა“

24 აპრილს, 19:00 საათზე, ჯუზეპე ვერდის „სიმონ ბოკანეგრას“ დისტანციური ჩვენება გაიმართება. ოპერა პროლოგითა და სამი მოქმედებით გენუის კარლო ფელიჩეს თეატრის პროდუქციაა.

სიმონ ბოკანეგრა – გიორგი გაგნიძე
იაკოპო ფიესკო – რამაზ ჩიკვილაძე
ამელია გრიმალდი – თამარ ივერი
გაბრიელე ადორნო – ოთარ ჯორჯიკია
პაოლო ალბიანი – გიორგი მჭედლიშვილი
პიეტრო – გიორგი ჭელიძე
მოისართა კაპიტანი – ფილიპე ღაჭავა
ამელიას მოახლე – მანანა იორდანიშვილი

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი – მთავარი ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი, ქორმაისტერი: შალვა შაორშაძე; დამდგმელი დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი;  დამდგმელი რეჟისორი: ალფონსო სინიორინი; კოსტიუმების მხატვარი: ესტერ მარტინი.

სპექტაკლის ნახვა შესაძლებელი იქნება ოპერის თეატრის ფეისბუქგვერდზე – Tbilisi Opera and Ballet State Theatre

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები