„ასეთი მეცნიერები ევროპაში მხოლოდ რენესანსის დროს იყვნენ“ – 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
23 აპრილი დიდი ქართველი მეცნიერის ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა. თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი დიდ მეცნიერზე უნგრელი ქართველოლოგის სიტყვებს აქვეყნებს.
„144 წლის წინ, 1876 წლის 23 აპრილს (ძვ. სტ. 11 აპრილს) დაიბადა საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი. „ივანე ჯავახიშვილია ქართველოლოგიის ალფაცა და ომეგაც. ასეთი მეცნიერები ევროპაში მხოლოდ რენესანსის დროს იყვნენ (მარტონ იშტვანოვიჩი, უნგრელი ქართველოლოგი)“.