ქართული ძველნაბეჭდი წიგნების ონლაინგამოფენა ეროვნულ არქივში

ეროვნული არქივი უერთდება ინიციატივას: #დარჩისახლში და მნახველს ქართული ძველნაბეჭდი წიგნების გამოფენას სთავაზობს.
საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში წიგნის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა „ქართული ძველნაბეჭდი წიგნები“ 2017 წლის 24 აპრილიდან 7 მაისამდე გაიმართა.
ეროვნული არქივის ძველნაბეჭდი წიგნების პირველ მასშტაბურ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში დაცული XVIII-XIX საუკუნეებში თბილისში, ქუთაისში, კონსტანტინოპოლში, კრემენჩუკში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ვენეციაში, რომსა და მონთობანში გამოცემული სასულიერო და საერო ხასიათის წიგნები.
ექსპოზიცია ასახავდა ქართული ნაბეჭდი წიგნის შექმნისა და განვითარების ეტაპებს.
გამოფენაზე გამორჩეული ადგილი დაეთმო სხვადასხვა სტამბის შრიფტებს, წიგნების მინიატურების, ტექსტებისა და ყდების გაფორმებას.

გამოფენის ნახვა ქართული ძველნაბეჭდი წიგნების შესახებ ეროვნული არქივის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი:  https://bit.ly/2Vt80xn

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები