„ჩვენ მოგიყვებით შეუფასებელ ისტორიებს“ – გიორგი კალანდიას დისტანციური მოგზაურობანი უნიკალური ნივთების შესახებ

Mastercard-ი იზოლაციის პერიოდში ხელოვნების სასახლის უნიკალური ექსპონატების დისტანციურად გაცნობასა და მათი ისტორიების მოსმენას სთავაზობს მსურველს.
ყოველ შაბათს, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია საცავის კარებს გააღებს და უნიკალური ნივთების შესახებ მოყვება.
პირველი მოგზაურობის დროს ხელოვნების სასახლის საცავში გიორგი კალანდიამ მსმენელს მოუთხრო, როგორ ულოცავდნენ აღდგომას ძველ საქართველოში და სიკეთის როგორი ტრადიციები არსებობდა მაშინ.
მან ასევე  მე-19 საუკუნეში დამზადებულ სააღდგომო მისალოც ბარათებზე ისაუბრა, რომლებიც ხელოვნების სასახლის საცავში ინახება.
„სანამ სახლში ხართ, ჩვენ მოგიყვებით შეუფასებელ ისტორიებს“​, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
დისტანციური ისტორიების გაცნობა შესაძლებელია  ფეისბუქგვერდზე: Mastercard.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები