ვირტუალური ტური: „სოხუმი“,1982 წელი
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მთავარი გზავნილია – „დაიცავით სოციალური დისტანცია“. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით მუზეუმი ფეისბუქგვერდზე მნახველს დისტანციურად, ვირტუალური ტურით მხატვრების შემოქმედებას აცნობს.
ოთარ ჩხარტიშვილის ნამუშევარი – „სოხუმი” ასახავს 1982 წლის სოხუმის ხედს.
„სურათში მეტ-ნაკლებად რეალისტურია არქიტექტურული ნაგებობები და მცენარეები, ხოლო ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა უფრო ლაქობრივია. თითქოს ისმის კითხვა, ნახატზე ასახული ადამიანები სეირნობენ თუ ტოვებენ ქალაქს?
თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ საჯარო სივრცეებში მკაცრად დავიცვათ სოციალური დისტანცია“, – – აღნიშნულია მუზეუმის ინფორმაციაში.
ფოტო: ოთარ ჩხარტიშვილი, „სოხუმი“. 1982. ტილო, ზეთი.