ნიკა სამუშია – „ლიტერატურაზე უნდა დაგელაპარაკო“

 22 აპრილს, 19:00 საათზე,  ბრიტანელი მწერლების, ტერი პრეჩეტისა და ნილ გეიმანის იუმორისტული ფენტეზის სამყაროში მთარგმნელ ნიკა სამუშიას ონლაინჩართვა გაუწევს მკითხველს მეგზურობას. იგი „კარგ ნიშნებზე“ ისაუბრებს.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინფორმაციით, „კარგი ნიშნები“ იუმორისტული ფენტეზია, რომელშიც გონებამახვილური და სატირული ხერხებითაა აღწერილი აპოკალიფსის სამუდამოდ თუ არა, დროებით მაინც აღკვეთის მსურველთა მხიარული თავგადასავლები.
წიგნის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მისი შეძენა შესაძლებელია „სულაკაურის გამომცემლობის“ ვებგვერდზე, რომელზეც 21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი: https://bit.ly/3eqaqV9

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები