“კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია და მას მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი”

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეხუთე პაციენტი მათ კლინიკაში მკურნალობდა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია.

„სამწუხარო ამბავია, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 68 წლის, ბოლნისის კლასტერიდან მამაკაცი, რომელიც ჩვენთან აპარატულ სუნთქვაზე იყო.  კარგა ხანია, თქვენ მოგეხსენებათ, რეანიმაციაში 9 პაციენტი მკურნალობდა, აქედან შვიდი აპარატულ სუნთქვაზე, სამი კრიტიკულ ტერმინალურ მდგომაროებაში, ერთ-ერთი პაციენტი იყო ეს მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან, პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეპტიური შოკი, სეფსისი, სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები