“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ჩატარებული 40 კვლევიდან 32 უარყოფითი პასუხია, 8 პაციენტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი”
“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული 40 კვლევიდან 32 უარყოფითი პასუხია მიღებული.
მისივე თქმით, 8 პაციენტის კვლევა გრძელდება და მათი ტესტის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
„კლინიკაში ამჟამად 47 პაციენტი იმყოფება. 40 კვლევა ჩატარდა, 32 უარყოფითი პასუხია მიღებული და 8 კვლევა გრძელდება. ამ 8 პაციენტის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, ხოლო ახალი პაციენტების კვლევის პასუხი მოგვიანებით, საღამოს ან ღამით. ამ წუთისთვის მძიმე კატეგორიის პაციენტი კლინიკაში არ გვყავს, საშუალო და მსუბუქი სიმძიმის არიან. კლინიკაში ყველა ასაკობრივი კატეგორიის პაციენტია, გარდა ბავშვებისა”,- განაცხადა ბექაიამ.