საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა, 95 პაციენტი გამოჯანმრთელებულია

​საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი. ცნობისთვის, 402 ადამიანიდან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები