ამირან გამყრელიძე: მომავალი სამი-ოთხი კვირა საკმაოდ რთული იქნება

“ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა. თუ გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პერიოდი, რეკომენდაციები მაქსიმალურად დავიცვათ”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “პირველ არხს” განუცხადა.

მისივე თქმით, მომავალი სამი-ოთხი კვირა საკმაოდ რთული იქნება.

„ზრდა არის დუნე, რადგან ჯერ პიკი არ არის. ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ, როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული. ამიტომ ყველა უნდა მოვეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თქვენს ქცევებს. თუ გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო იძლევა“, – განმარტა გამყრელიძემ.

კითხვაზე – იკლებს თუ არა შემთხვევები სამი კვირის შემდეგ, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამის პროგნოზი რთულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები