ბინების გაყიდვა თბილისში 38 %-ით შემცირდა

თბილისში ბინების გაყიდვების რიცხვი 2020 წლის მარტის მეორე ნახევარში, პირველ ნახევართან შედარებით, 38%-ით შემცირდა.

Colliers international georgia გაყიდვების შემცირებას COVID 19-ს გავრცელებას უკავშირებს. როგორც კომპანიის კვლევაშია აღნიშნული, ყველაზე მეტად, 63 %-ით გაყიდვები ნაძალადევში შემცირდა. 55 %-იანი კლება დაფიქსირდა საბურთალოზე. 39 %-ით შემცირდა მოთხოვნა დიდუბეში. 38 %-ით ნაკლები ბინა გაიყიდა გლდანში. სამგორის რაიონში გაყიდვები 27 %-ით, ხოლო დიდ დიღომში 16 %-ით არის შემცირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები