დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა
დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის შემდგომი დღე, ანუ ორშაბათი, უქმედაა გამოცხადებული. თუმცა, როგორც ირკვევა, მიცვალებულთა მოხსენიების დღის დაწესების ტრადიცია ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობიდან იღებს სათავეს.
ამ დღეს, როგორც წესი, მოქალაქეები საფლავებზე გადიან, თუმცა წელს, კორონავირუსის საფრთხის გამო აკრძალვებია დაწესებული.
შეგახსენებთ, რომ წელს სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით აკრძალვა 17 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა.
აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.