“ხელისუფლებამ დაადგინა რეგულაცია, რომ 21 აპრილის ჩათვლით თავი შეიკავონ სასაფლაოებზე გასვლისგან, ეს არ ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებს” – მეუფე იოანე (ვიდეო)

ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი განცხადებას ავრცელებს. მეუფე აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები არ ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებს და პანაშვიდის გადახდა კვირაცხოვლობის შემდეგ, სამშაბათს, 28 აპრილს შესრულდება.

“საეკლესიო ტრადიიციით, წმინდა შვიდეულში ეკლესია არ იხდის პანაშვიდებს, პანაშვიდს იხდის კვირაცხოვლობის სამშაბათს. ის, რომ საქართველოში აღდგომის შემდეგ ორშაბათს ხალხი გადის საფლავებზე, ეს არის ადგილობრივი მოვლენა, ხალხური და რადგან ხელისუფლებამ დაადგინა რეგულაცია, რომ 21 აპრილის ჩათვლით თავი შეიკავონ სასაფლაოებზე გასვლისგან, ეს არ ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებს. ჩვენ ვამბობთ, კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, ანუ 28 აპრილს. ვფიქრობ, რომ აქ შეზღუდვა არ უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში, ეკლესიაში იქნება დიდი პანაშვიდი გადახდილი და ვისაც აქვს სურვილი, რომ მოიხსენიოს, მოვა ეკლესიაში. ეკლესია არ კრძალავს გასვლას სასაფლაოზე, დაველოდოთ, ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი უსაფრთოებისთვის. ახალი რეგულაციები თუ რამე იქნება, ჩვენ გავიგებთ, მაგრამ დღეისათვის ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზს და საბაბს, რომ ხალხმა გააპროტესტოს ეს შეზღუდვა, რადგან ორშაბათი არ არის ეკლესიურად დადგენილი წესი”, – განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები