ქუთაისში Covid19-ზე გამოკვლეული რვა პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია

ქუთაისში, “ცხელების ცენტრში” კორონავირუსზე რვა საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფოთია. “ცხელების ცენტრის” დირექტორის თქმით, კლინიკას გასული დღე-ღამის განმავლობაში თხუთმეტმა ადამიანმა მიმართა.
“გავაკეთეთ რვა პაციენტის ანალიზი, ყველა უარყოფითია. დღესაც გადავგზავნით კიდევ. მომართვიანობა დღე-ღამეში, საშუალოდ, 20-ის ზემოთაა, თუმცა გუშინ მაგდენიც არ იყო”, – აღნიშნა არჩილ მუკბანინმა.
შეგახსენებთ, იმერეთში Covid19-ის დიაგნოზით 26 პაციენტი მკურნალობს, მათგან 25 ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში, ერთი კი საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. არც ერთის მდგომარეობა კრიტიკული არ არის. იმერეთის მასშტაბით, სულ შვიდი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები