ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო“ – ფილმის დისტანციური ვიდეოჩვენება

20 აპრილს, 20 საათზე, ფოლკლორის ცენტრი  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ  „საქართველოს“ შესახებ გადაღებული ფილმის დისტანციურ ვიდეოჩვენებას წარმოადგენს, რომელიც 2019 წელს მესამედ გაიმართა
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ქართული (აჭარა, გურია, რაჭა, კახეთი, სვანეთი, ლეჩხუმი) და უცხოური (საფრანგეთი/კორსიკა, იტალია/სარდინია, ლატვია, პოლონეთი) ანსამბლების ერთობლივი კონცერტები შეკვეთილში ,,ბლექ სი არენასა“ და რაჭაში – ონსა და ამბროლაურში გაიმართა.
რაჭაში მოეწყო საფესტივალო მსვლელობები; გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა გამოფენა-გაყიდვა; ამბროლურში ჩატარდა აგროფესტივალი; სოფელ გოგოლათში რაჭული სიმღერის მასტერკლასი; ონში სამეცნიერო კონფერენცია ქართველი და უცხოელი ეთნომუსიკოლოგების მონაწილეობით.
ფესტივალში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ანსამბლები რაჭის სხვადასხვა სოფლიდან, ონისა და ამბროლაურის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.
ფესტივალში ასევე წარმოდგენილი იყო უსინათლოთა ანსამბლები: ,,ლირა” და ,,კრწანისი”.

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი  „საქართველო“ ხელს უწყობს კულტურათა დაახლოებას, ტრადიციების გაცნობასა და ურთიერთპატივისცემას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები