ჩხოროწყუში დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ ჩხოროწყუში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული მამაკაცი გადმოიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, მამაკაცს ბასრი საგნით ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა – სტაბილური.
“გუშინ შემოიყვანეს მამაკაცი, 29 წლის. მას გაუკეთდა ოპერაცია. დაზიანებული აქვს კისრის არე, ამჟამად არის რეამინაციაში, მძიმე მდგომარეობაა, თუმცა – სტაბილური”, – განაცხადა დავით ჯანაშიამ, ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.
შეგახსენებთ, შემთხვევა გვიან ღამით ჩხოროწყუში მოხდა. შს სამინიტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117 – ე მუხლის მე-7 ნაწილის ა ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობს. დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია.