ჩხოროწყუში მამაკაცი დაჭრეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში წუხელ, გვიან ღამით კაცმა და და მეგობარი დაჭრა. ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ჯერ ჩხოროწყუს საავადმყოფოში, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა, დას კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
,,მამაკაცს საძილე არტერიასთან ახლოს აღენიშნებოდა დანით მიყენებული ჭრილობა, ჭრილობა დაუმუშავდა და გადაყვანილ იქნა ქუთაისში”, – აცხადებენ ჩხოროწყუს საავადმყოფოში.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 117 – ე მუხლის მე-7 ნაწილის ა ქვეპუნქტით არის აღძრული. დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია.