ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია – დისტანციურად
20 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის N9 სიმფონიის დისტანციურ ჩვენებას წარმოადგენს.
დირიჟორი – დანიელ ორენი. სოლისტები: იანო ალიბეგაშვილი, სოპრანო; ნინო სურგულაძე, მეცოსოპრანო; არმაზ დარაშვილი, ტენორი; ლეგი იმედაშვილი, ბანი.
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი:
მთავარი ქორმაისტერი – ავთანდილ ჩხენკელი. ქორმაისტერი – შალვა შაორშაძე.
კონცერტის ნახვა შესაძლებელი იქნება ოპერის თეატრის ფეისბუქგვერდზე – Tbilisi Opera and Ballet State Theatre.