ნიკოლოზ მეტრეველი: ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი რთული ტესტი ჩააბარა

“ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი რთული ტესტი ჩააბარა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ სწორედ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო.

„ყველამ კარგად ვიცით, როგორი იმედი ჰქონდათ დესტრუქციულ ძალებს, რომ ქვეყანაში მომხდარიყო სერიოზული დაპირისპირება საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის. თუმცა ქართველი ხალხის უპრეცენდენტო ერთიანობამ რადიკალური ოპოზიციის ბოლო “იმედიც” საპნის ბუშტივით გააქრო. დიახ, სწორედაც გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ზუსტად ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო“, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები