ზვიად შალამბერიძე: მეორე დღეა, სასაფლაოებზე სიტუაციას ვაკონტროლებთ და დარღვევა არ გვქონია
იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში სასაფლაოების შესასვლელებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, მოსახლეობა შეზღუდვებს გაგებით ეკიდება. მუნიციპალიტეტის მერები და, ასევე, მერიის წარმომადგენლები სოფლებში სასაფალოებზე მონიტორინგს მეორე დღეა, ახორციელებენ.
“ჩვენი მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან იმ შეზღუდვებს, რაც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად. უკვე მეორე დღეა, ჩვენ ვაკონტროლებთ სასაფლაოებზე სიტუაციას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარღვევა არ გვქონია ამ პერიოდში”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით სასაფლაოებზე შეზღუდვებია დაწესებული.