კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 7 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 7 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა დაადასტურა.
რეგიონში, ამ დროისთვის, 10 საკარანტინე ლოკაციაზე 651 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 15 პირი რჩება.

ბოლო მონაცემებით, კახეთში კოვიდ 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
საქართველოში კორონავირუსის 399 შემთხვევაა დადასტირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 93 და გარდაიცვალა 4 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 4782 პირი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 504 პირი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები