საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 399-მდე გაიზარდა, 93 პაციენტი გამოჯანმრთელებულია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 399-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი.

ინფორმაციისთვის, 399 ადამიანიდან 93 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები