აჭარაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა

მედალფა

აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული 65 წლის ქალი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული. ის ოჯახთან ერთად 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებოდა. ვირუსთან დაკავშირებული ჩივილები  ორი დღის წინ დაიწყო. დაინფიცირებული ქალი “მედალფას” კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიურ კვლევას განაგრძობს. ამ ეტაპზე, ბათუმის ,,მედალფას” კლინიკაში 34 პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში 16 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხებს დღის ბოლოს ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები