საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 394 შემთხვევიდან, 93 გამოჯანმრთელებულია
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 394-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 93 პაციენტი. გარდაცვლილია – 4 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში – 5094 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი.