ნიგერიაში რამდენიმე სოფელზე თავდასხმას, სულ მცირე, 47 ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიის ჩრდილოეთით, რამდენიმე სოფელზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 47 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმა 18 აპრილს კაცინას შტატში მოხდა.
მომხდარის გამოსაძიებლად რაიონში პოლიციის ქვედანაყოფებია გაგზავნილი.