ნინო კირთაძე: მოსალოცი ამბავია მთელი საქართველოსთვის, რომ მინიმალური რესურსით მოახერხა, წინ დაუდგეს კორონავირუსს

„ევრიმაჟში” საქართველოს წარმომადგენელი, რეჟისორი და მსახიობი, ნინო კირთაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში კარგი და დროული გადაწყვეტილებები მიიღო. ამის შესახებ ნინო კირთაძემ ტვ „იმედის” გადაცემაში – „რა დროს ძილია” განაცხადა.

„მოსალოცი ამბავია მთელი საქართველოსთვის, სხვადასხვა ჟურნალში მინახავს სტატიები, რომ საქართველომ მინიმალური რესურსით მოახერხა, წინ დაუდგეს ამხელა რაღაცას, როდესაც განვითარებული და ცივილიზებული ქვეყნები საოცარ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, რომ ქვეყანამ მიიღო ზომები და არ მოხდა გავრცელება, წარმოუდგენლად დიდი ამბავი და დიდი მიღწევაა იმიტომ, რომ ჩვენთან გუშინ გარდაიცვალა 400-მდე ადამიანი. უხარია ხალხს, რომ ასეთი ნაკლებია სხვა დღეებთან შედარებით. წარმოიდგინე, იცი, რომ სადღაც დადის ეს ვირუსი და ყოველდღე ვიღაც მიჰყავს”, – განაცხადა ნინო კირთაძემ პარიზიდან ჩართვისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები