“ის, რომ დაავადება იქნება და ეს ორ კვირაში არ დამთავრდება და არც ერთ თვეში, სამწუხაროდ, ამაში ექიმებს უკვე ეჭვი არ გვეპარება”
“ის, რომ დაავადება იქნება და ეს ორ კვირაში არ დამთავრდება და არც ერთ თვეში, სამწუხაროდ, ამაში ექიმებს უკვე ეჭვი არ გვეპარება”,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგემ, მაია ზალდასტანიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით პიკი მოსალოდნელია.
“მშვიდობიანად გადაიარა ბზობამ და იმედი მაქვს, რომ მშვიდობა იქნება აღდგომის შემდეგაც. მე ვადევნებდი თვალს და ძალიან გაგებით მოეკიდა საკითხს მრევლი, იყო დისტანცია, სადაც მე ვნახე ეკეთათ ნიღბები და ა.შ. თუმცა პიკს ნამდვილად ველოდებით.
ის, რომ დაავადება იქნება და ეს ორ კვირაში არ დამთავრდება და არც ერთ თვეში, სამწუხაროდ, ამაში ექიმებს უკვე ეჭვი არ გვეპარება.
ზიარებას და ხატთან მთხვევას თუ შევხედავთ, როგორც სანიტარულ წესებს, ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ დაცული იყო,” – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.