ამირან გამყრელიძე: რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რომლებიც განხორციელდა ამას დაახლოებით 10 დღის შემდეგ დავინახავთ

“რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით განხორციელდა, ამას 1 კვირის, ან 10 დღის შემდეგ დავინახავთ”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

გამყრელიძის თქმითვე, გუშინ, ტაძრებში, აღდგომის დღესასწაულზე სოციალური დისტანცირება დაცული იყო, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემდგომი ზრდის რისკს შეამცირებს, თუმცა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

“რაც ვნახეთ გუშინ, რომ ნაკლები ადამიანი იყო თავშეყრილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, იგივე ტაძრებში და დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირების მექანიზმები, ძალიან ბევრი არ მივიდა, მადლობა ამ ადამიანებს, ეს სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების შემდგომი ზრდის რისკს მხოლოდ და მხოლოდ შეამცირებს. დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ახალი შემთხვევების ზრდა იქნება. რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რომელიც განხორციელდა და რაც ასევე სამწუხაროდ არ განხორციელდა ზოგიერთ შემთხვევაში, ამას 1 კვირის, ან 10 დღის შემდეგ დავინახავთ”,- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები