საგარეჯოს ქუჩები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა

საგარეჯოს ქუჩები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სველი წესით მოირეცხა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დეზინფექციის პროცესს საგარეჯოს მერი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

“18 აპრილს, ღამით, ქალაქ საგარეჯოში, ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ცენტრალურ და მეორეხარისხოვან ქუჩებსა და ტროტოარებზე სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვითი სამუშაოები ჩატარდა, რომელსაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი და მისი მოადგილე-ალექსი გილაშვილი ესწრებოდნენ.
აღნიშნული სამუშაოები შპს “საგარეჯო 2018″ – ის დასუთავებისაა და საგანგბო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განახორციელეს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, გვსურს გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება ამ პიროვნებების მიმართ, რომელთაც არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ყოველდღიურ რეჟიმში, დაურალავად უწევთ მუშაობა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთოების, წესრიგისა და კეთილდღეობისთვის”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები