მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი ლოკალიზებულია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია,- ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ჯგუფია მობილიზებული.
“15 კვადრატულზე იწვოდა საოფისე ინვენტარი, ხანძარი ლოკალიზებულია, 4 ჯგუფია მობილიზებული, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ შემოსულა”,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები