რუსთავის სასაფლაოზე მისასვლელ ყველა გზას პოლიცია აკონტროლებს

რუსთავში სასაფლაოსთან მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილია. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი და პერიმეტრს აკონტროლებენ.
როგორც მათ „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნეს, ამ დროისთვის სიმშვიდეა და მოქალაქეები სასაფლაოს მიმართულებით არ გადაადგილდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის 15 აპრილის დადგენილებით, საქართველოში სასაფლაოები 10 დღის განმავლობაში ჩაკეტილი იქნება და მოქალაქეებს ხალხმრავალი თავშეყრის შესაძლებლობა არ ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები