“თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს”

დღევანდელი მონაცემებით, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 პაციენტი მკურნალობს, – ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კლინიკიდან დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.

“19 აპრილის მონაცემებით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია სულ 108 პაციენტი. აქედან covid-19-ით ინფიცირებულია 90 პაციენტი. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობს 9 პაციენტი. 81 პაციენტი მოთავსებულია თერაპიულ განყოფილებაში.

გვაქვს სასიხარულო ამბავი – დღეს ჩვენი კლინიკიდან გაეწერა კიდევ 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი, ვულოცავთ ჩვენს გუნდს ამ დიდ გამარჯვებას Covid-19 -ზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები