არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

“აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა”.
მათე 28:6

ძვირფასო თანამოქალაქეებო, მე და ჩემი ოჯახი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

იესო ქრისტეს აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, განახლების და იმედის დღესასწაულია ყველა ქრისტიანისთვის. მან ჩვენთვის, ადამიანის ცხოვრებით იცხოვრა, ცოდვების გარდა გაიზიარა ყოველივე, რაც ადამიანის ცხოვრებას შეადგენდა და საბოლოოდ ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვებისთვის.

ამ ბრწყინვალე დღეს, მადლობა ვუთხრათ უფალს და ვილოცოთ მშვიდობისთვის, ერთმანეთის ჯანმრთელობისთვის, ჩვენი მშობლებისა და შვილებისთვის და გვიყვარდეს ყოველი ადამიანი, როგორც იესომ შეიყვარა ისინი.

ქრისტე აღდგა!”,- წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები