ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტია. 50 წლამდე ქალის მესამე საკონტროლო ანალიზის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან „კოვიდ19-ზე“ უარყოფითია.
ახალი კორონავირუსი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს 30 მარტს დაუდასტურდა. მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
პაციენტი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან ხვალ გაეწერება. მედიკოსების შეფასებით იგი 2-კვირიან სავალდებულო თვითიზოლაციაში დარჩება, ხოლო ამ დროის განმავლობაში მას, სპეციალისტები დააკვირდებიან.
რაც შეეხება მარტვილის რაიონულ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მწვავე რესპირატორული სიმპტომით მოთავსებულ მედიკოსს, კორონავირუსი არც მას დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში 385 ინფიცირებულიდან 84 უკვე გამოჯანმრთელდა.