„ერთმორწმუნე“ მეზობელი კარანტინში მყოფ ქვეყანას მავთულხლართებს გვიჭერს ყელში“

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესს ეხმიანება და ფეისბუქის გევრდზე სტატუსს აქვეყნებს.
„მაშინ, როცა მთელი სამყარო უხილავ მტერს ებრძვის, ჩვენი ხილული მტერი – ზოგიერთი ქართველისთვის, სამწუხაროდ, დღემდე ვირუსზე უფრო ,,უხილავი” – ქართულ მიწებს იღობავს.
მახსოვს, როცა წიგნის მუზეუმის შესასვლელში ანტისაოკუპაციო დროშები გამოვფინეთ და რუსული კულტურის ცენტრს უარი შევუთვალეთ, ვიღაცებმა ირონიულად გაიქნიეს თავი და წაიჩურჩულეს: „კულტურა კულტურაა!”
„ერთმორწმუნე“ მეზობელი, წითელ პარასკევს, კარანტინში მყოფ ქვეყანას, მავთულხლართებს გვიჭერს ყელში. არ არსებობს ამაზე დიდი და შემზარავი ინფექცია, ვიდრე ნამდვილი მტრის შეუმჩნევლობაა.
მაგრამ, მოვა დრო და ამასაც დავძლევთ!“- წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები